LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს – ნიკი ჰეილი

61

„ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს,“ – ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ნიკი ჰეილის თქმით, თუკი ოფიციალური ფხენიანი უპასუხიმგებლო ქმედებებს განაგრძობს, ხოლო შეერთებულ შტატებს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა მოუწევს, ჩრდილოეთ კორეას განადგურება ემუქრება.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური გზებით შეეცდება.

“თუ ეს არ იმუშავებს, ამ საკითხს გენერალი მატისი მიხედავს,” – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები