ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ენტონი ბლინკენი, ნატოს გაფართოებას და მის რიგებში საქართველოს მიღებას კვლავ ემხრობა. ამის შესახებ ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე საუბრისას, რესპუბლიკელმა სენატორის, რენდ პოლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო უსაფრთხოებაში, დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს“. – განაცხადა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის დროს.
ცნობისთვის, რესპუბლიკელი სენატორი კენტუკის შტატიდან, რენდ პოლი ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება. სწორედ ამ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო, სენატორმა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის საპასუხოდ განაცხადა, რომ „თუკი აშშ საქართველოს ნატოში მიღებას წარმატებით შეძლებს, მაშინ ახლა რუსეთთან ომში იქნებოდა.“
ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორს უთხრა, რომ სინამდვილეში თავის მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, ვინც ნატოს ქოლგის ქვეშ და იმასაც აქვს მიზეზი, რატომ არ ესხმის რუსეთი იმ ქვეყნებს, ვინც ნატოს წევრია.
“ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსეთის სამიზნე”.- განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება