აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც აღნიშნულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო მდივანი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხსაც შეეხო.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა New START-ის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე ისაუბრეს და ხაზი შეიარაღებაზე ახალი კონტროლის აუცილებლობა გაუსვეს, რომელიც რუსეთის სრული ბირთვული იარაღისა და ჩინეთიდან მზარდი საფრთხისკენ იქნება მიმართული.
“სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, რომელიც ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს გვაზიანებს. ეს გულისხმობს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება.
სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, უკრაინასა და საქართველოში მისი სამხედრო აგრესიის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და SolarWinds-ის ინდიცენტის საკითხები” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.