გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განუცხადეს მედიას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ.