LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო საქართველოში შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე მყისვე დაიწყოს საფუძვლიანი გამოძიება

40

საქართველოში ამერიკის საელჩო შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე მყისვე დაიწყოს საფუძვლიანი გამოძიება. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , რომელიც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხება.

”მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით  გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები