LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით

187
65746174_2525213967511961_5487817745758158848_o

20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხამურება. საელჩო მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. მათივე განცხადებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

“მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად”.

საელჩოს განცხადება დროში ემთხვევა ამ მოვლენების ფარგლებში ბრალის წაყენების მოტივით პარლამენტის დეპუტატისთვის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება. დაწყებულ გამოძიებას ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ეთანხმება.

მელია: ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, ვერ შეძლეს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება

პროცედურულ დარღვევებზე და მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს ბრალდებულის ადვოკატიც, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც 4 დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. პროკურატურის მასალებშია, ის გამოსვლაც, სადაც მან 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე აღკვეტი ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები