დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი. ბიზნესმენი ამის შემდეგ თეთრ სახლში გადავა და საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას შეუდგება. მისი ცოლი, მელანია ტრამპი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გადასვლაზე უარს ამბობს, ის განმარტავს, რომ არ სურს, შვილმა სკოლა შეიცვალოს სასწავლო წლის დასრულებამდე. თუმცა, მელანია მზად არის, პირველი ლედის ყველა ფუნქცია შეითავსოს.
ამერიკული მედია წერს, რომ რამდენიმე მოვალეობას, რომელიც პირველმა ლედიმ უნდა შეასრულოს, დონალდ ტრამპის 35 წლის ქალიშვილი, ივანკა შეითავსებს.
„ივანკა არაჩვეულებრივად ერკვევა საკითხებში, რომელიც ქალებსა და ბავშვებს უკავშირდება, მასზე უკეთესად არავის შეუძლია ამ მიმართულებით მუშაობა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ივანკა თეთრ სახლში პირველი ლედისთვის განკუთვნილ ოთახსაც დაიკავებს.