LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს კორეასთან კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის იმედი კიდევ აქვს – ჯეიმს მეტისი

78

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის, თქმით, ამერიკა ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კრიზისის საკითხს დიპლომატიური გზით გადაჭრის.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცეცხლოვანი რიტორიკის შემდეგ მეტისი აცხადებს, რომ ომი კატასტროფული იქნება და ამის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის დიპლომატია გარკვეულ შედეგებზე გადის.

ხუთშაბათს გაჟღერდა, რომ გუამის კუნძულის წინააღმდეგ ოთხი რაკეტის სროლის გეგმა, თითქმის, დასრულებული იყო. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

ბოლო კვირებში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა  მას შემდეგ გაიზარდა, რაც ივლისში ფხენიანმა ორი კონტინენტური ბალისტიკური რაკეტა დატესტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები