LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ელჩი საქართველოშია – კელი დეგნანი თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა

192
დეგნანი

აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. ამის შესახებ საელჩომ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები