LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს დახმარებით, ლურჯი მოცვის მოვლისა და გაშენების შესახებ სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოიცა

123
ლურჯი-მოცვი

2020 წელს, USAID-ის პროექტმა  Zrda-მ მიჩიგანის აშშ-ს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შექმნა ლურჯი მოცვის მოვლისა და გაშენების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო ქართულ ენაზე და პირველადად 500 ეგზემპლარი დაბეჭდა. აღნიშნულის პარალელურად, პროექტმა გადაწყვიტა სახელმძღვანელოს აფხაზურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა, რათა ის მეტად ხელმისაწვდომი გაეხადა Zrda-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის.

ამჟამად, სომხურად თარგმნილი უკვე გამოცემულია, აფხაზური ვერსია სულ მალე დასაბეჭდად ჩაეშვება, აზერბაიჯანულ ენაზე კი თარგმნის პროცესი მიმდინარეობს და თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.

პრაქტიკული სახელმძღვანელოს ქართული ვერსია უკვე პროექტის სამიზნე რეგიონებში, ბიბლიოთეკებში, ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში დარიგდა. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა: აგრონავტი და კალო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები