LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკვე ყველაზე გავლენიანი ქალების სიაშია

82
w

ანგელა მერკელი, კრისტინ ლაგარდი და კამალა ჰარისი – ეს იმ ცნობილი ქალბატონების სამეულია, რომლებსაც Forbes ყველაზე გავლენიანად მიიჩნევს.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. უკვე ზედიზედ მეათე წელია, რაც ამ რეიტინგში პირველობას არავის უთმობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მას მეორე პოზიციაზე კრისტინ ლაგარდი – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მოჰყვება. ყველაზე გავლენიანი აღმოჩნდა შეერთებული შტატების ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

აღსანიშნავია, რომ 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე არიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი და მელინდა გეიტსი – ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანა-თავმჯდომარე.

თუ როგორია Forbes-ის მიერ შედგენილი, გავლენიანი ქალების 2020 წლის რეიტინგი სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები