LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება

108

აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეგუსტაციებზე წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო“, „ოქრო ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი“. ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ.

”აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის “ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში, დღეს გაიმართება პორტლენდში, ხოლო მომდევნო დღეებში ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში. დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც. ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები