ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას სირიას აკისრებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
უწყების წარმომადგენელმა სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების – ირანისა და სირიის ქმედებები დაგმო.
„რუსეთი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს დაპირდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებას უზრუნველყოფს, საბოლოოდ პასუხისმგებელია იქ მის გამოყენებაზე,“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სირიის იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაადასტურა.