„ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერი, ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც აშშ–ში 1999 წელს წავიდა, დღესაც 170 ქვეყანაში მოქმედ ტერორისტულ ქსელს ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, ის ნომინალური ფიგურაა და სინამდვილეში დანაშაულებრივ ორგანიზაციას სხვები ხელმძღვანელობენ,“ – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ახლა, როდესაც აშშ რომელიმე დამნაშავის გადაცემას მოგვთხოვს, თურქეთი გიულენის ექსტრადირების მოთხოვნას შეახსენებს. აშშ–მა უნდა დაამტკიცოს, რომ ანკარასთან პარტნიორობა სურს,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა თურქეთის მიმართ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ატარებს.