LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

63

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოში  განაცხადეს.

განცხადების მიხედვით, „უკრაინის მთავრობამ Javelin-ის 210 რაკეტის შესყიდვა მოითხოვა, ხოლო გარიგების ღირებულება 47 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული კომპლექსის უკრაინისათვის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„Javelin-ის სისტემა უკრაინას საშუალებას მისცემს, გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, – განაცხადეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები