LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა უკრაინას დაპირებული ტექნიკის დიდი ნაწილი გადასცა: CNN

76
უკრაინელი სამხედრო

CNN-ი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა უკრაინას დაპირებული შორი მანძილის 90 ჰაუბიციდან 85-ზე მეტი უკვე გადასცა, ასევე მიაწოდა 110 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა დაპირებული 184 000-დან.

მათივე ცნობით, 310-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ჰაუბიცების გამოყენების შესწავლა დაასრულა, ასევე მიმდინარეობს კიდევ 50-ზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა.

მისი თქმით, სულ მცირე 20-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის Phoenix Ghost-ის გამოყენებაზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტზე, კიდევ 45-ზე მეტმა ისწავლა ჯავშანტრანსპორტიორის მართვა, 15-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა კი, დაასრულა წვრთნა Q64-ის მართვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები