LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესში ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვენ

81
ბორის რენცო

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის სანქციების დაწესების შესახებ, დემოკრატმა ელიოტ ენგელმა და რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკლ მაკკოლმა აშშ-ის კონგრესს რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს. რეზოლუციის პროექტით ისინი თეთრ სახლს მოუწოდებენ, რომ მკვლელობის საერთაშორისო გამოძიება უზრუნველყონ და შესაბამისად, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს მკაცრი სანქციები დაუწესდეთ. 

ელიოტ ენგელსის განცხადებით, ნემცოვს დემოკრატიული და თავისუფალი რუსეთის ხედვა ჰქონდა, ახლა კი ის იმ  ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სიაშია, რომლებიც მოკლეს, რათა კრემლის კრიტიკოსები დაედუმებინათ.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად მოკლეს. მკვლელობის საქმეზე  ჩეჩნეთის ხუთი მკვიდრი გასამართლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები