LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგთან საქმიანი ურთიერთობა აქვს

58

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ Paradise Papers-ის მასალებშია აღნიშნულია, რომლებიც გუშინ ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) გაავრცელა. ორგანიზაციამ ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონ დოკუმენტზე მიიღო წვდომა.

ICJI-ის ინფორმაციით, ოფშორული საწარმოების გზით როსი სანაოსნო ფირმა Navigator Holdings-ში ფლობს წილს. ეს კომპანია კი ჰოლდინგ „სიბურთან“ კონტრაქტების შედეგად „მილიონობით დოლარს შოულობს“ (68 მილიონი დოლარი 2014 წლიდან).

„სიბური“ – რუსეთისა და აღმოსავლეთის ევროპის უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიაა. ამ ჰოლდინგის 17%-ს რუსი ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო ფლობს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები აქვს დაწესებული.

ვაჭრობის მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებამდე როსს ამის შესახებ კონგრესისთვის არ უცნობებია.

ICJI-ის მტკიცებით, მინისტრს აქვს „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტები“, ვინაიდან ის „აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები