აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეებმა გააუქმეს 49 წლის წინ “რო უეიდის წინააღმდეგ” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
ახლა არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება თითოეული შტატის კანონმდებლობის დონეზე.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე “რო უეიდის წინააღმდეგ”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ.