ილინოისის შტატში, ქალაქ შამპეინში საშუალო სკოლასთან კალათბურთის მატჩის შემდეგ სროლა მას შემდეგ ატყდა, რაც გუნდმა Danville High Vikings-მა Chicago Maroons-ს მოუგო. ინფორმაციას The News-Gazette ავრცელებს.
სროლის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მათ სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მსროლელის ვინაობა მალევე დაადგინა. მის დასაკავებლად ქალაქში ძებნაა გამოცხადებული. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი შესაძლოა ქალაქში მანამდე მომხდარ კიდევ ერთ სროლას უკავშირდებოდეს, რა დროსაც 25 წლის კაცი დაჭრეს.