LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

69
uscongress

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა.

კანონპროექტი თეთრ სახლს გადაეგზავნება, რომელსაც ხელს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები