აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა და BBC-მ გამოქვეყნეს.
როგორც გამოცემები წერენ, ბაიდენმა პენსილვანიის შტატი მოიგო და 538-წევრიან კოლეგიაში 270-ზე მეტი ხმა დაუგროვდა, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად.
“ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ, რათა ჩვენს დიდებულ ქვეყანას წინ წარვუძღვე”- ასე გამოეხამურა წინასწარ მონაცემებს ჯო ბაიდენი.
https://twitter.com/JoeBiden/status/1325118992785223682
ბაიდენი 78 წლისაა, ის ადრე აშშ-ის სენატორი იყო. ასევე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.