LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში ჩამოდის

123
maxresdefault

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოში ჩამოვა.

დერეკ შოლე ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.

დერეკ შოლე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტი 18 მაისსაა დაგეგმილი.

საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში ჩავა, საქართველოდან კი, ის ლონდონში გაემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები