აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც საქართველოს კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების გავრცელებას აღარ ავალდებულებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ვკითხულობთ:
„დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებულ ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან ტრანზაქციებს ახორციელებდნენ, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“.
ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე, დასძენს, რომ “საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.