LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის სახდეპმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს“ – გიგა ლემონჯავა

128
გიგა ლემონჯავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, „საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს“.

აღნიშნულ განცხადებას პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება და აცხადებს, რომ „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად“.

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, მუშაობს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოსაყენებელი ყველა მექანიზმის და გზის გამოსავლენად და აღსაკვეთად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიანის წინა განცხადების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 38%-ით, სომხეთთან – 197%-ით, ხოლო ყაზახეთთან – რამდენიმე ათასი პროცენტით. საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით ტერორისტ რუსეთს, რომ მოკლას რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ხელისუფლება განზრახ, საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის ეკონომიკას. ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, რეჟიმის უსწრაფესი დემონტაჟი საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან. არა რუსულ რეჟიმს!“,- აღნიშნა გიგა ლემონჯავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები