„ისრაელში აშშ–ის საელჩო თელ–ავივიდან იერუსალიმში ერთი წლის განმავლობაში არ გადავა,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სააგენტო Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იმ განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, აშშ ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში წლის ბოლომდე გადაიტანს.
2017 წლის 6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდა.