LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს მხარდამჭერ პროგრამაზე: ჩვენი დახმარება აპოლიტიკურია, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში

74
BeFunky-collage (6)

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერის მიზნით წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს თხოვნით მიმართა, რომ „სპეკულაციების დასასრულებლად“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე მცირე განცხადება გააკეთოს.

ამ სპეკულაციებს საელჩოს მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა: კობახიძე აშშ-ის საელჩოს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები