LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო:”ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს არა”

103

“სიმართლე რომ ითქვას, ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა, აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს  არა”, – ასეთი კომენტარით ეხმაურება საქართელოში აშშ-ის საელჩო  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სენატორმა  ფრედ კალაუნმა ოლიმპიადის გახსნაზე ქართული დელეგაციის დანახვის შემდეგ, შეშფოთება გამოთქვა, რომ ჯორჯიის შტატს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

ინტერნეტ-გამოცემა US Daily Mail-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ალაბამას შტატის სენატორი ფრედ კალაუნი განაწყენებულია იმის გამო, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე Georgia-ს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტად გამოსვლის უფლება მისცეს.

მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალაბამას შტატს სენატორი სახელად ფრედ კალუინი საერთოდ არ ჰყავს. US Daily Mail-ის სტატიას კი ახლავს ფოტო, რომელიც გადაღებულია 2010 წელს კანადაში, ზამთრის ილიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის დროს.

1