LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო საქართველში: სიხარულით გიზიარებთ, რომ დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! ამერიკის საელჩომ 300 000 დოლარი გამოყო

82
ხასასას

დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათვე ცნობით, საელჩომ სასახლის აღსადგენად 300 000 დოლარი გამოყო.

“დადიანების სასახლის აღდგენა იწყება!

სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები