84 წლის ასაკში, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ოლბრაიტი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა იყო.
ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში 1997-2001 წლებში იკავებდა.