LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა

125

გუშინ აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა.

გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის დაულათ უაზირის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის შორის დაშავებულები არ არიან.

განადგურებულია ბაზა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში გუშინ განხორციელებულ ოპერაციას „წარმატებული“ უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები