LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის მთავრობას მოვუწოდებ, მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები: სააკაშვილი

57
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, მოსამართლეების კლანის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შემოიღოს.

ინფორმაცია ამის შესახებ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგევრდზე ვრცელდება:

“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას, დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ.

ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ.

ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები