LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ“

130
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და აგრესიულ მოწინააღმდეგესთან ისინი გაერთიანებულები უნდა იყვნენ.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველო და უკრაინა მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას დიპლომატიური გზით მოახერხებს“.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

„რა თქმა უნდა, უკრაინასა და საქართველოს შორის ოფიციალური კომუნიკაციის კომენტირება ჩემზე არ არის დამოკიდებული. თვალსაჩინოა, რომ ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია. რუსეთი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზეც და საქართველოზეც.

ჩვენ რაც ბევრჯერ ვთქვით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, გაერთიანდნენ, ერთად შეიკრიბონ. ერთი მტერი ჰყავთ, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ და იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების და პირადი საუბრების მეშვეობით, ისინი მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას მოახერხებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„საქართველოს ხელისუფლებაში იქნება მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა უკრაინასთან“ – გურამ მაჭარაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები