LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე

93
67121455-10157383423152954-6332088946125701120-n

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო.

„ამ წუთებში  ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში“, – წერს საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი და რუდის ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, ელიზაბეთ რუდმა რუსეთს მოუწოდა, მოხსნას აკრძალვა საქართველოში ფრენებზე.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

„ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი“, – ამის შესახებ ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შედის როგორც ქართველი, ასევე რუსი ხალხის ინტერესებში.

„აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია, რომ ზაფხულს ვატარებ საქართველოში და ამერიკის საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რადგანაც მიგვაჩნია, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანა“, – ამბობს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები