LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: ფარული მოსმენები არის შეშფოთების სფერო ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს

69
ing

ჟურნალისტების საუბრის ამსახველი ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეხმიანება.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ეს შეშფოთების სფეროა და აქვე განმარტავს, თუ რატომ მოუწოდებდნენ კანონმდებლებს, ფარული მოსმენის შესახებ კანონის მიღება გადაედოთ:

“ეს კიდევ ერთხელ გვახსენეს, თუ რატომ ვიყავით ასეთი შეშფოთებულები ფარული მოსმენების გამო არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ სხვების მიმართ აქ, საქართველოში. რატომ მოვუწოდებდით კანონმდებლებს, რომ გადაედოთ ფარული მოსმენის შესახებ კანონის მიღება, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით, ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და დიპლომატების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გასული წლის შემოდგომაზე.

ეს არის ჩვენი შეშფოთების სფერო, ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც საქართველოში თავისუფალი საზოგადოების ხილვა გვსურს, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ფარული მიყურადების გამო.

მედია თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. კვირის დასაწყისში მქონდა შეხვედრები ჟურნალისტებთან. ვისაუბრეთ გარკვეულ გამოწვევებზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გვქონდა ძალიან კარგი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ამავდროულად ისინი საუბრობდნენ გარკვეული სახის ზეწოლაზე, რასაც საქართველოში ჟურნალისტები განიცდიან, რაც, ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგაც მოქმედებს. რადგან ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას უტყუარი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, არის ის, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად შეეძლოთ მოვლენების გაშუქება ისე, რომ არ ჰქონდეთ თავდასხმის ან დაშინების შიში. ეს არის პრიორიტეტი შეერთებული შტატების საელჩოსთვის და უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის”, – აცხადებს კელი დეგნანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები