აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ყველა ორსულ ქალს მოუწოდა, “დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, COVID-19-ის საწინააღდმეგო ვაქცინა ჩაიტარონ.
“ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, არასოდეს ყოფილა უფრო გადაუდებელი ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რადგან ჩვენ ვდგავართ უაღრესად გადამდები “დელტა” ვარიანტის წინაშე და ვხედავთ მძიმე შედეგებს COVID-19 -ით გამოწვეული გართულებებისა არავაქცინირებულ ორსულებს შორის”,- განაცხადა CDC -ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.
ამასთან, მოწოდება ასევე ეხება მეძუძურ დედებს და ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.