LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ „ფაიზერის“ ვაქცინის მოზარდებში გამოყენების ნებართვას მომავალ კვირას გასცემს

91
vaqcina

„სი ენ ენის“ ინფორმაციით, აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას  სავარაუდოდ მომავალ კვირაში გასცემენ.  გავრცელებული ცნობის თანახმად, ვაქცინის გამოყენების ნებართვას ჯერ  „აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია“ დაამტკიცებს, შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებას ფედერალური ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი განიხილავს.

ამ ეტაპზე აშშ-ის ტერიტორიაზე „ფაიზერის“ ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა არსებობს 16 წლის ზემოთ ასაკის პოპულაციაში.

მარტის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია 12-15 წლის მოზარდებშიც, ისევე როგორც სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. კვლევის ფარგლებში ვაქცინით 12-15 წლის ასაკის 2260 ბავშვი აცრეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამ ეტაპზე „ფაიზერი“ კვლევებს უფრო მცირე ასაკის ბავშვებშიც აწარმოებს. ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი  „ფდა“-ს 2-11 წლის ასაკის პოპულაციაში ვაქცინის გამოყენების ნებართვის მისაღებად სექტემბერში მიმართავს, როდესაც მიმდინარე კვლევები დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები