LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ და EU რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან

72
A chimney emits vapor at the Peakshaver liquid natural gas (LNG) installation and storage site, operated by NV Nederlandse Gasunie, at the Port of Rotterdam in Rotterdam, Netherlands, on Tuesday, July 13, 2021. European natural gas futures retreated after hitting a record last week, pressured by weaker carbon emissions markets and as concerns over stretched shipments partially eased. Photographer: Peter Boer/Bloomberg via Getty Images

აშშ და EU რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან, რომელიც მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებასა და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას. საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ იმუშავებს პარტნიორებთან ერთად, რათა 2022 წელს ევროპას მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს.

“როგორც იცით, ჩვენ ვაპირებთ რომ შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე და საბოლოო ჯამში, საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. ეს მიიღწევა პირველ რიგში განახლებად ენერგიაში ინვესტიციების ჩადებით, ასევე, დამატებითი გაზის მიწოდებით. ჩვენ, ევროპელებს გვსურს მოვახდინოთ დივერსიფიკაცია და გადავიდეთ ისეთ მომწოდებლებზე, რომლებიც სანდო მეგობრები არიან”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები