კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N12-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხი დადებითად შეფასდა.
საუბარია ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის ნაცვლად, სასტუმრო Four season-ის აშენებაზე.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, წარმოდგენილ ესკიზს დადებითი შეფასება მისცა სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა.
“ესკიზით წარმოდგენილი სიმაღლე ოდნავ აღემატება არსებული შენობის
მოცულობას.
ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება”, – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს ესკიზი არაერთხელ დაიწუნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და განმცხადებელს მიეცა რეკომენდაცია, შეემცირებინა მოცულობა არსებული შენობის სიმაღლის გათვალისწინებით.