LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AS:”ფიფას” სურს დაჯილდოებებზე დასწრება ნომინანტებისათვის სავალდებულო გახდეს

36

”ფიფას” პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ძალიან უკმაყოფილოა იმ ფაქტით,რომ 24 სექტემბერს ლონდონში გამართულ ფიფას საფეხბურთო დაჯილდოვებას ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო არ დაესწრნენ.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით ინფანტინომ ”ფიფას” იურისტებს სთხოვა გამოძებნონ შესაბამისი საშუალება იმისათვის,რათა საფეხბურთო დაჯილდოების ნომინანტებისათვის დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრება სავალდებულო გახდეს.

24 სექტემბერს ”ფიფას” ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზი- ”The Best” მადრიდის ”რეალის” და ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავმა,ლუკა მოდრიჩმა მიიღო.

ლიონელ მესი ჯილდოს მოგების 3 პრეტენდენტს შორის არ იყო,კრისტიანო რონალდო კი ერთ-ერთი ნომინანტი გახლდათ,თუმცა ლონდონში არცერთი მათგანი არ ჩასულა.

მიუხედავად ამისა,როგორც მესი,ასევე რონალდო წლის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს,მათი არყოფნის გამო კი ისინი სამახსოვრო ფოტოს გამოაკლდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები