LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასევე, არის გამოკვეთილი ანემია, რომელიც ადრე მას არ ჰქონდა: ყიფშიძე სააკაშვილზე

248
nikoloz-kiphshidze-w-h

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის სამი ახალი პრობლემა გაუჩნდა, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა.

“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე. ასევე, აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს, პლიუს ამას დაემატა რამდენიმე ახალი პატარა რაღაცები. ნუ, პირველ რიგში, ეს არის კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში განუვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ და მეორე არის ნეიროდეფიციტი. ნეიროდეფიციტი, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას, რაც შეიძლება სწრაფად… ასევე, არის გამოკვეთილი ანემია, რომელიც ადრე მას არ ჰქონდა”, — განაცხადა ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით: ნინო ლომჯარია

ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძესთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფიც იმყოფებოდა.

ფსიქოტროპული წამლების დოზირებაში დარღვევა არ არის.. სააკაშვილს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება: ექიმი ფსიქიატრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები