LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთია ბევრისთვის მწარე სიმართლე…” – რას წერს გია ხუხაშვილი

549
Untitled design - 2022-01-03T102519.452

ექსპერტი გია ხუხაშვილი გასულ 2021 წელს საკუთარ ფეისბუქგვერდზეც აფასებს.

როგორც ექსპერტი პოსტში წერს, გასული წელი საქართველოსთვის გაშვებული შესაძლებლობების წელი იყო.

„გაშვებული შესაძლებლობა 2021

პოლიტიკაში გადამწყვეტია არა ის, თუ პროტესტის რა ფორმებს იყენებ, არამედ ის, რომ მისი ორგანიზება მოხდეს სწორ დროს, სწორ ადგილზე, სწორი მოთხოვნებით, რათა მოიცვა პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობა და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა.

ასეთი 2021-ში იყო სამი თემა – მიშელის შეთანხმების ანულირება, გაყალბებული არჩევნები, ტოტალური მოსმენები.
ეს იყო თემები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ფრთის და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდაცია და ტოტალური ბოიკოტით უმცირესობაში დარჩენილი ხელისუფლების გადატეხვა.

ამის ნაცვლად, პროტესტის ქვაკუთხედად იქცა სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, რამაც ისევ დაყო, დააქუცმაცა როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი და რითაც კარგად ისარგებლა ხელისუფალმა.

ასეთია ბევრისთვის მწარე სიმართლე“… წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები