LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ქვეყნის მტერს- თამარ ჩუგოშვილი

91

ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ქვეყნის მტერს და მიზნად ისახავდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ჩუგოშვილი ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ ბოლტონის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, საეჭვოა არა მხოლოდ იმ საიტის წარმომავლობა, საიდანაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, არამედ თავად ინფორმაციის გავრცელების დროც.

„მორიგი დეზინფორმაცია (fake news) სრულიად გაურკვეველ წყაროებზე და უცნობ საიტზე, რომლის წარმომავლობაც ძალიან საეჭვია და ვითომდა შეიცავს ბოლტონის განცხადებას, რომლის მსგავსი არავის გაუკეთებია, არათუ მას.

საეჭვოა არა მხოლოდ აღნიშნული საიტის წარმომავლობა, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელების დროც. ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ვიდრე მსგავს, მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, გთხოვთ კარგად გაიაზროთ მათი ამოცანა და მიზანი იმიტომ, რომ მიზანი სწორედ ბევრი ადამიანის წამოგებაა მსგავს ხრიკებზე”, – წერს ჩუგოშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები