მეზობლებმა თბილისობის დღესასწაული კორპუსის ეზოში აღნიშნეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს გაშლილი სუფრა, მოცეკვავე ბავშვები და ხალხი, რომელიც დროს მხიარულად ატარებს.
თბილისობის დღესასწაულზე მეზობლებმა ქართული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს და სუფრაზეც შესანიშნავად მოილხინეს.
აღსანიშნავია, რომ სამეზობლოს სპეციალური გვერდი აქვს შექმნილი სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში. ირკვევა, რომ მეზობლები ხშირად აწყობენ ლხინის სუფრებს და ერთად კარგ დროს ატარებენ.
„სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მეზობელი“, „ვერავინ გეტყვით ნუ ხმაურობთ, მეზობლებს სძინავსო“ ,- უწერენ კომენტარებში