„ფეისბუქ“-მომხმარებელი აკა გელაშვილი სოლოლაკში მდებარე ერთ-ერთი ძელი შენობის ფოტოს ავრცელებს, რომლის ღობესაც ძელი თბილისის გამგეობამ რესტავრაცია გაუკეთა და აღნიშნავს, რომ ძველი შენობებისთვის ასეთი იერსახის მიცემა დაუშვებელია.
აკა გელაშვილი წერს:
„აი, ასეთი რესტავრაცია გაუკეთა ძველი თბილისის გამგეობამ სოლოლაკში კოჯრის ქუჩა #3-ში მდებარე სახლის შემადგენელ ნაწილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია (#4530. მე-20 საუკუნის დასაწყისი)… ზედამხედველობის სამსახურმა მიპასუხა, რომ ყველაფერი კანონიერადაა, რადგან სამუშაოებს გამგეობა ასრულებს. კანონიერად… „რესტავრაცია“… ძველი თბილისი… #როგორგავანადგუროთქალაქი #რესტავრაციაfordummies
მიხაროდა ამ სახლისკენ გახედვა, ისეთი საოცარი მუხტი მოჰქონდა ყოველთვის… დააკვირდით ძველი ღობის დეტალებს!“