LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ოთხი ვიცი“ – ქეით უინსლეტმა განაცხადა, რომ ცნობილ მამაკაც მსახიობებს სექსუალური ორიენტაციის აღიარების ეშინიათ

159
newFile-1

ჩვენ დროში სექსუალურ ორიენტაციას ბევრი აღარ მალავს, თუმცა როგორც ირკვევა, ჰოლივუდში უამრავი მამაკაცი მსახიობია, რომლებსაც თავიანთი სექსუალური ორიენტაცია სააშკარაოზე არ გამოაქვთ, რადგან ეშინიათ საზოგადოების აზრისა და კიდევ იმის, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში მათი სამსახიობო კარიერა დაინგრევა.

სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა გამოცემა The Times’ Culture Magazine-თან მსახიობმა, ქეით უინსლეტმა. მისი თქმით, კინოინდუსტრიაში ჰომოფობია და დისკრიმინაციაა გაბატონებული.

„ბევრი მამაკაცი მსახიობია ჰოლივუდში, ვინც საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციას მალავს, ზოგიერთი ცნობილია, ზოგიც დამწყები. მე ასეთი ოთხი ვიცი“,– აცხადებს ქეითი. მან ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს ახალი აგენტი ჰყავს, რომელმაც მას ბისექსუალიზმის დამალვა ურჩია.

აღნიშნული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მითქმა-მოთქმა არ წყდება, კომენტარებში ერთმანეთის მიყოლებით მამაკაც მსახიობებს ასახელებენ, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა, საკუთარ ორიენტაციას საგულდაგულოდ მალავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები