LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ორიგინალური არაფერი მინახავს” – ქართველი მამებისა და მათი გოგონების ცეკვა ბაღის ზეიმზე (ვიდეო)

9487
BeFunky-collage (1)

ვარკეთილის 163-ე საბავშვო ბაღში გამართული ახალი წლის ზეიმი სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ვიდეოში, რომელსაც ათი ათასობით დადებითი კომენტარი და აღფრთოვანება მოყვა, მამები ქართულ ცეკვას ქალიშვილებთან ერთად ასრულებენ.

ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ უყურებ.

“ძალიან ბევრი დრო უნდა დაუთმონ მშობლებმა შვილებს, გაულამაზონ ბავშვობა, თინეიჯერობა რომ მუდამ იყოს თბილი ურთიერთობა. ფული ვერ წყვეტს და ვერ აგვარებს ყველა პრობლემას. ბრავო, გაიხარეთ. ძალიან ლამაზი დადგმა იყო. მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით”,

“ყველაფერი მინახია, მაგრამ ასეთი ორიგინალური და ლამაზი არაა. ბრავოოოო იდეის ავტორსს”.

“ყოჩაღ ამათ პედაგოგოს”

“გოგონებისთვის მამა ყველაფერია, ყველაფერი!დედის “ყველაფერობა” მოგვიანებით, ქალობაში შესვლიდან იწყება…
ამიტომ, ჩაჭიდეთ თქვენს გოგონებს ხელები, მთელი ძალით ჩაჭიდეთ, რადგან მეტწილად სწორედ ეს განააზღვარავს -როგორ აღიქვამს ის სამყაროს და, როგორ მიღებს მას სამყარო…. და როცა ამ ქვეყნად აღარ იქნებით( ასი წლის შემდეგ)ამ ხელებით თქვენი არ ყოფნის სამყაროსხელა სევდის დაიტევას შეძლებენ თქვენი გოგონები … და არაფრის და არავის შეეშინდებათ”

“აი ეს არის სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი ყველასთვის.ნამდვილი, ქართული, საზეიმო განწყობა.დიდი მადლობა 163 საბავშვო ბაღის პედაგოგებს ქართული ტრადიციების და სულის გაღვივებისთვის. მიხარიხართ.მადლობა მშობლებს და მოზარდებს”- წერენ კომენტარებში.

 

https://www.facebook.com/mamadasshvilikhatia/videos/pcb.3341556639247750/3341524879250926/?type=3&theater

 

https://www.facebook.com/mamadasshvilikhatia/videos/pcb.3341556639247750/3341523662584381/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები