ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები ცნობილი სერიალის „გვირგვინი“ მეხუთე სეზონიდან. მაყურებელმა პირველად იხილა ელიზაბეტ დებიკი პრინცესა დაიანას როლში.
ფოტო: პრინცესა დაიანას როლზე ელიზაბეტ დებიკი დაამტკიცეს
საინტერესოა, რომ ინტერნეტში გავრცელდა სწორედ ის კადრი, როცა 1997 წელს პრინცესა დაიანა ალბერ-ჰოლში ჩაიკოვსკის „გედების ტბას“ ესწრებოდა. ელიზაბეტ დებიკიმ ერთი-ერთში გაიმეორა პრინცესა დაიანას ცნობილი „ლუქი“. ლედი დის ამ დღეს Jacques Azagury-ის ულამაზესი მბზინავი კაბა ეცვა. როგორც სერიალის მაყურებლები წერენ, ასეთი მსგავსება პრინცესა დიანასთან ჯერ არ უნახავთ.
გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებიკი პრინცესა დაიანას საკულტო კაბაში