LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი მომატებული ტემპით თუ წავალთ, მეორე ტალღას შევუერთდებით – მარინა ეზუგბაია

306
19

“თავის შეკავება გვჭირდება და ასეც უნდა იყოს, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სიტუაციის მოწესრიგება და კონტროლი დამოკიდებულია თითოეულ  ჩვენგანზე.

„აუცილებულია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავს და ვერ შექმნის ვერც პერსონალი, რომელიც დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც, თავგამოდებული მუშაობით, არაჩვეულებრივად მოდიოდნენ, მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლი. ესაა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არაა სწორი. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, უნდა შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები. არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, თვითონ არ უნდა შევქმნათ თავშეყრის პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე – აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება და ასეც უნდა იყოს, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას. მეორე ტალღა კი არ დაიწყება, პირველს მიებმება მეორე“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები