LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი მინდა მახსოვდეს შოვი, სტიქიამდე 1 საათით ადრე“ – დავით ჯელაძის და ტრაგედიამდე გადაღებულ კადრებს ავრცელებს

5646
ჯელაძეები

დავით ჯელაძის და, შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ანა ჯელაძე სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ ერთობოდა ოჯახი შოვში.

„ასეთი მინდა,  მახსოვდეს შოვი,  სტიქიამდე ერთი საათით ადრე“ , – წერს ანა ჯელაძე სოციალურ ქსელში.

 

 

ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

„მადლობა უფალს თქვენი გადარჩენისთვის“,

„ცუდი აღარაფერი გენახოთ…მუდამ ასეთი ტკბილი და ბედნიერი დღეები მოგცეთ უფალმა“,

„მადლობა უფალს, ამ ლამაზი ოჯახის გადარჩენისთვის“. – წერენ სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ დავით ჯელაძემ სოციალურ ქსელში სტიქიას გადაღებული პატარა მაშოს ფოტოები გაავრცელა, რომელმაც საზოგადოების მხრიდან უთბილესი კომენტარები დაიმსახურა.

„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები